სამცხე-ჯავახეთში სტიქიამ პრობლემები შექმნა

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჯგორში ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ დატბორა და გაანადგურა ბოსტნეული და ეზოები, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

ასევე, ძლიერმა ქარმა მოგლიჯა მრავალწლოვანი ხეები. დაზიანდა ელექტრო გადამცემი ხაზები, აბონენტთა ნაწილი ამ დრომდე დენის გარეშეა დარჩენილი.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სტიქიისგან მიყენებული ზარალის შესწავლა უკვე დაწყებულია.

“სპუტნიკი”