ორგანიზაცია „თალიბანი“ ამნისტიას აცხადებს ავღანეთის ყოფილი ხელისუფლების ყველა მაღალჩინოსნის მიმართ, მათ შორის პრეზიდენტ აშრაფ ღანის და ირწმუნება, რომ მათ შეუძლიათ ავღანეთში დაბრუნება და ცხოვრება.
აღნიშნულის შესახებ პაკისტანურ ტელევიზია Geo TV-სთან ინტერვიუში „თალიბანის“ წარმომადგენელმა ხალილ ურ-რაჰმან ჰაქანიმ განაცხადა.
ჰაქანის თქმით, „თალიბანსა“ და ყოფილ პრეზიდენტ აშრაფ ღანის შორის „მტრობა“ არ არსებობს და ზოგადად, ავღანეთში მცხოვრებ ყველა ეროვნებას შეუძლია ქვეყანაში მშვიდად ცხოვრება.