თამთა მეგრელიშვილი მიხეილ სააკაშვილს: ხელოვნური ცრემლები შეიმშრალე და თავს ჰკითხე როგორც ქართველი ტიროდი თუ როგორც უკრაინელი?!
– “შენი ხელოვნური ცრემლების არავის აღატ სჯერა მიხეილ სააკაშვილო! არც შენი შეგონება სჭირდება ქართველ ხალხს და მოქმედ სახელისუფლებო გუნდს ვის, სად და როგორ მიაგოს პატივი” – ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორო თამთა მეგრელიშვილი საქართველოს ექს-პრეზიდენტის განცხადებას. მეგრელიშვილი მოუწოდებს სააკაშვილს, რომ სასურველი იქნებოდა მას მეტი ინფორმაცია ჰქონოდა, აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს, დაღუპულ პირებს საკადრისი პატივი მიაგო ქართველმა ხალხმა და მთავრობის წარმომადგენლებმა.
– “შენ, პოლიტიკურად ჩამორჩენილი აშკარად ინფორმაციულ ვაკუუმში ხარ და წარმოდგენა არ გაქვს, რომ აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ ხუთ იდენტიფიცირებულ პირს მათ შორის შენ მიერ დღეს ნახსენებ ადამიანს სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გადაუხადა ქართველმა ერმა. დიახ, სათანადო პატივი მიაგო ხალხმა,
საქართველოს პრეზიდენტმა, თავდაცვის მინისტრმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელმა პირებმა.
ხელოვნური ცრემლები შეიმშრალე და თავს ჰკითხე როგორც ქართველი ტიროდი თუ როგორც უკრაინელი?!” – წერს მეგრელიშვილი facebook ზე.
წყარო: newposts.ge