14 მაისს გარდაიცვალა ბიცოლა, ადამიანი, რომელიც ჩვენთვის მეორე დედაა (“იყო” არ ვიტყვი, ისევ არის), მანამდე 2 კვირა ებრძოდა კოვიდს, მათგან ბოლო რამდენიმე დღე ინტენსიურ თერაპიაში, ერთდროულად მოხვდნენ ორივე დედა, ოღონდ სხვადასვა საავადმყოფოში, სიტყვებით გადმოცემა ჩემი იმდროინდელი მდგომარეობის შეუძლებელია….
ბიცოლამ ბოლო ორი დღე როგორც ექიმებმა თქვეს მოიკეთა და მისი პარამეტრები აბსოლუტურად შეესაბამებოდა სასიცოცხლო პარამეტრებს, ყველაზე რთული უკვე გადალახული იყო, პარასკევი დღე იყო და ორშაბათს ალბათ გამოწერდნენ კიდეც …. მე დღეს გავიგე, აქამდე არ მეუბნებოდნენ, ბიცოლაჩემის გარდაცვალება გამოიწვია ინსულინის ზედოზირებამ! აქამდე მეგონა რომ რადგან დიაბეტი ჰქონდა ამიტომ ვერ გაუძლო, 69 წლის ასაკში გარდაიცვალა…. ინსულინი ბიძაჩემმა მიიტანა სახლიდან, საავადმყოფოს არ ჰქონდა! ინსულინის გაკეთებიდან სულ ცოტა ხანში გარდაიცვალა….
ბიცოლა არ გარდაცვლილა კოვიდით, გარდაიცვალა ინსულინის ზედოზირებით!
რათქმაუნდა საავადმყოფოდან ცელოფანში ჩასმული გამოგვატანეს, არ გახსნათო…. გახსნა მისმა ბიჭმა მაინც და ყველანი კარგად არიან! ვირუსი კვდება როგორც კი ადამიანი კვდება, ვირუსი ვერ ცოცხლობს მკვდარ გარემოში, მაგრამ ხალხს ატერორებენ, შიშში აცხოვრებენ….
მთელი ეს სამი თვეა ერთადერთი რაზეც ვნერვიულობ, ნეტა სუფთად თუ მაინც ჰყავდათ ჩემი კოპწია ბიცოლა, რაშიც ძალიან დიდი ეჭვი მეპარება!
დღეს ვხედავთ რომ კიდევ ერთი ორჯერ ვაქცინირებული ადამიანი გარდაიცვალა, ვირუსით….
თავი შეიკავეთ პროპაგნდისგან და ვისაც არ მოგწონთ რაც დავწერე, თქვენი გზა მონახეთ!
ვერ ხედავთ რომ სასიკვდილოდ იმეტებენ ხალხს უვიცობით და არაპროფესიონალიზმით სტატისტიკისთვის და ტერორისთვის?!
ცნობისთვის ვირუსიც ბიცოლამ მოიტანა საავადმყოფოდან სადაც დიალიზზე დადიოდა…..
პროვაქსერებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!