ავღანელები, რომლებიც ახერხებენ ირანის გავლით თურქეთის საზღვრამდე მისვლას, სამი მეტრის სიმაღლის კედლის, თხრილებისან მავთულხლართების წინ ხვდებიან, რადგან თურქეთის ხელისუფლება აძლიერებს ძალისხმევას ქვეყანაში ლტოლვილთა შედინების დაბლოკვის მიზნით – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
– “გვინდა მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენი საზღვრები გაუვალია. იმედი გვაქვს, ავღანეთიდან მიგრანტთა ტალღა არ იქნება“ – განაცხადა სასაზღვრო პროვინცია ვანის გუბერნატორმა მეჰმეთ ემინ ბილმეზმა.
თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყანაში 182 000 რეგისტრირებული და 120 000 არარეგისტრირებული ავღანელი მიგრანტია. რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ევროპის ქვეყნებს მოუწოდა, აიღონ პასუხისმგებლობა მიგრანტების ახალ ნაკადებზე და განაცხადა, რომ თურქეთი ევროპის მიგრანტების საცავი ვერ გახდება.
თურქეთი არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ბარიერებს აძლიერებს. საბერძნეთმა ახლახან დაასრულა 40-კილომეტრიანი ღობის აღმართვა და სათვალთვალო სისტემის დამონტაჟება, რათა თავიდან აიცილოს მიგრანტების შესვლა, რომლებიც თურქეთში შეღწევას ახერხებენ და ევროკავშირის ტერიტორიაზე მოხვედრას ცდილობენ.
წყარო: ptn.ge