უკრაინის ქალაქ ოდესაში, მას შემდეგ, რაც ბრიტანელ-ამერიკელმა რეჟისორმა ტერი გილიამმა უკრო-რეჟიმის წარმომადგენლებში (და არა უკრაინის ხალხში) აღშფოთება გამოიწვია იმით, რომ მან უკრაინის ნაცვლად რუსეთს გადაუხადა მადლობა, ხოლო უკრაინელებს რუსები უწოდა, ახლა უკვე ამერიკელი ტურისტი გამოჩნდა რუსეთის დროშიან სპორტულ მაისურში, წარწერით – RUSSIA.
უკრო-რეჟიმის პოლიციამ ჩათვალა, რომ დიდ სამართალდარღვევას ჰქონდა ადგილი და ტურისტი დააკავა – თუმცა, პოლიციელები ცოტათი შეცბნენ, როდესაც გაიგეს, რომ მათ ამერიკელი მოქალაქე დააკავეს, რომელიც მათ ჯო ბაიდენით დაემუქრა.
“მე ამერიკის მოქალაქე ვარ, არაფერი დამიშავებია, უიარაღოდ ვარ!” – დაიძახა ტურისტმა. “ჯო ბაიდენთან გიჩივლებთ!” – დაამატა მან.
“თქვენ, ბიჭებო, რასისტები ხართ, თქვენ არ მოგწონთ რუსები პოლიტიკის გამო, თქვენ ამ მსოფლიოში პრობლემას წარმოადგენთ. რუსეთის გარეშე თქვენ ახლა [უკრაინულის ნაცვლად] გერმანულად ილაპარაკებდით. თქვენ მოგწონთ ნაცისტები! მე არაფერი ცუდი არ გამიკეთებია, უბრალოდ ვსეირნობდი და პოლიციამ დამაკავა. ეს არის სიტყვის თავისუფლება უკრაინაში?! მე არ მაქვს იარაღი, არაფერი!” – ბოლომდე უთხრა სათქმელი ამერიკელმა უკრო-რეჟიმის პოლიციას.
აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი ე. წ. “ყირიმის პლატფორმისა” და უკრაინის “დამოუკიდებლობის დღის” ზეიმის ფონზე ხდება.
იხილეთ ვიდეო: