“ყირიმის პლატფორმის” ჩაფლავების ფონზე, რომელსაც არც ერთი სერიოზული სახელმწიფოს მეთაური არ ეწვია, უკრაინის პრეზიდენტ-კლოუნმა ზელენსკიმ დაამტკიცა ქვეყნის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც Ростелеком-თან, Московский комсомолец-სა და სხვა რუსულ ვებრესურსებზე წვდომის შეზღუდვას ითვალისწინებს. ბრძანება თავად პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
საბჭოს გადაწყვეტილებით, შემზღუდავი ზომები 12 რუსულ კომპანიას შეეხება. ამავე განკარგულების თანახმად, იბლოკება წვდომა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელთან დენის პუშილინთან დაკავშირებულ ორ რესურსთანაც.
ეს “ჭიქის ქარიშხალი” ზელენსკიმ პროპაგანდამ წარმოსახა, როგორც რუსული კომპანიების მიმართ დაწესებული “სანქციები”.