56 წლის კაცი, ბორჯომში, მეზობელმა, სავარაუდოდ ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლეს – ამის შესახებ მოკლულის ახლობლები და მეზობლები საუბრობენ. ამბობენ, რომ ის მეზობელთან, 40 წლამდე კაცთან სახლში იყო შესული, რა დროსაც მას ჯერ სცემეს, შემდეგ კი ცივი იარაღით მოკლეს.
ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სტუმრად მყოფ ნაცნობს, 1965 წელს დაბადებულ პირს ცივი იარაღის გამოყენებით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ა.ნ ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილზე დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
“რეზონანსი”