ჩინეთის ელჩი გაერო-ში აცხადებს, რომ აშშ-ის არმიამ და მისმა პარტნიორებმა ავღანეთში ჩადენილი ადამიანის უფლებების დარღვევის გამო პასუხო უნდა აგონ.
„აშშ-მა, გაერთიანებულა სამეფომ, ავსტრალიამ და სხვა ქვეყნებმა პასუხი უნდა აგონ ადამიანის უფლებების იმ დარღვევებისთვის, რასაც მათი სამხედროები ავღანეთში ჩაიდინეს,“- აღნიშნა ჩენ სიუმ.
მისივე თქმით, გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს საგანგებოს სხდომაზე აღნიშნული საკითხი უნდა განიხილონ.
„დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დროშის ქვეშ აშშ და სხვა ქვეყნები ახორციელებენ სამხედრო ინტერვენციებს სხვა სუვერენულ სახელმწიფოებში”, – აღნიშნა ჩინელმა დიპლომატმა.
“სხვა ქვეყნებში”, მართალია, იაფი მოჯამაგირის როლში, მაგრამ საქართველოც მოიაზრება.
ამჟამად გაეროში ადამიანის უფლებების საბჭოს სპეციალური, 31-ე სესია პაკისტანის ინიციატივით გაიმართა.