ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან კიევში გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა.
მიშელის თქმით, ღარიბაშვილთან შეხვედრისას მან ხაზი რეფორმების საჭიროებას გაუსვა.
– “საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ხაზი გავუსვი, რომ რეფორმები ისეთი საჭიროა, როგორც არასდროს. მაკროფინანსური დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება და დროა, საქართველოს მთავრობამ გამოავლინოს ერთგულება შეთანხმებების მიმართ, განსაკუთრებით, რეფორმების დღის წესრიგთან დაკავშირები” – წერს შარლ მიშელი.
წყარო: ptn.ge