– “ყველა ვარიანტში უნდა გადაიდოს არჩევნები. არც ერთი ადამიანის სიკვდილი არ ღირს პოლიტიკად. როგორი მზაკვრული გეგმებიც არ უნდა ჰქონდეს ხელისუფლებას და როგორც არ უნდა იყენებდეს პანდემიას ძალაუფლების შესანარჩუნებლად”.
წერს სოციალურ ქსელში კინომცოდნე გოგი გვახარია. სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ 23 აგვისტოს განაცხადა, რომ უნდა მოხდეს არჩევნების გადადებაზე მსჯელობა. საკითხზე მსჯელობის დაწყების მზაობა დაადასტურა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ. თემის განსახილველად მზაობა გამოთქვა ლელო საქართველოსთვის ერთერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემაც.
წყარო: newposts.ge