კახეთის რეგიონში, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით 5 პირი დააკავეს.
როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი კახეთიდან იუწყება, პანკისში სპეცოპერაცია წუხელ ჩატარდა. 2 პირი სოფელ დუისში, 3 კი ქორეთში დააკავეს.
ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.
მათი განმარტებით, ამჟამად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
როგორც სუს-ში აღნიშნავენ, გამოძიება 327-ე მუხლით მიმდინარეობს.