ქაბულში დარჩენილი სამხედრო ტექნიკა ამერიკელებს შეუძლიათ საქართველოში გადმოტვირთონ – ბარამიძე

“ენმ”-ის წევრი, გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს:

“ყველამ ვიცით რაც ახლა ხდება (უმძიმესი სამხედრო, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემებია) ქაბულში. ნატოს ასპირანტი ქვეყნებიდან (ვისაც წესით ჩვენი ნატოელი პარტნიორები უნდა ენდობოდნენ) საქართველო ყველაზე ახლოსაა.

ქაბულის აეროპორტში უამრავი ძვირად ღირებული სამხედრო აღჭურვილობა და ტექნიკაა, რომელიც თალიბანის ხელში არ უნდა ჩავარდეს, ადგილზე განადგურების ნაცვლად, ამერიკელებს, ბრიტანელებსა და გერმანელებს შეუძლიათ ამ ტექნიკისა და აღჭურვილობის განადგურების ნაცვლად, მათი საქართველოში გადმოტვირთვა განახორციელონ, ნაწილი გვაჩუქონ და ნაწილი მოგვიანებით წაიღონ.

ეს რომ მოხდეს, ამისათვის საჭიროა, რომ საქართველოს მთავრობამ ჩვენს პარტნიორებთან შესაბამისად იმუშაონ და ჩვენი დახმარება შესთავაზონ, რითაც საქართველოც და პარტნიორებიც იხეირებდნენ. მაგრამ ვინ იზამს ამას, ესენი? მეტი არაა ჩემი მტერი! ვინმე იტყვის, ამ კოვიდის უბედურების დროს, რა დროს ქაბულიდან ჩვენთან სამხედრო აღჭურვილობისა და ტექნიკის გადმოტანააო, მაგრამ სახელმწიფოს ინსტიტუციები (სამინისტროები და სამსახურები) იმისთვის არსებობს, რომ კრიზისულ ვითარებაში ყველამ თავისი მიმართულებით იმუშაოს და სახელმწიფოს წინაშე, საქართველოს სასარგებლოდ, თავისი მოვალეობა შეასრულოს.”