რომის პაპი ტახტის დატოვებას აპირებს

რომის პაპმა, ფრანცისკემ, შესაძლოა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ტახტზე უარი თქვას, – წერს გაზეთი Libero.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ვატიკანში მოახლოებული კონკლავის (ადგილი, სადაც კარდინალები პაპის ასარჩევად იკრიბებიან და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გარე სამყაროსთან კონტაქტის გარეშე რჩებიან) შესახებ ვარაუდი ხშირად გაისმის.

ჟურნალისტები ფრანცისკეს წინამორბედ ბენედიქტე XVI -თან პარალელს ავლებენ, რომელიც ასევე 85 წლის იყო, როდესაც ტახტიდან გადადგა.

ივლისში პონტიფიკოსმა მსხვილ ნაწლავზე ოპერაცია გადაიტანა. გაზეთის თანახმად, ოპერატიულმა ჩარევამ არ უშველა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. თავად პაპი არ გამორიცხავს, რომ ფიზიკური სისუსტის გამო ტახტის დატოვება მოუწევს.