ორი დღის წინ კორონავირუსით მწერალი ვაჟა შაქარაშვილი გარდაიცვალა.
კორონავირუსით ინფიცირების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში 11 აგვისტოს თავად გაავრცელა. მწერალი წერდა, რომ კოვიდთან ომში ჩაება. მისი გარდაცვალება რეზონანსული აღმოჩნდა საზოგადოებისთვის, რადგან ის აღმოჩნდა კორონავირუსის პირველი მსხვერპლი საქართველოში, რომელიც კოვიდვაქცინის ორი დოზით იყო აცრილი. ბატონმა ვაჟამ ვაქცინაცია “სინოვაკის” ვაქცინით ჩაიტარა.
მწერლის შვილი ყვება, რომ მამა მეორე ვაქცინის გაკეთებიდან ძალიან მალე დაინფიცირდა:
„მამა ორჯერადად იყო აცრილი. მიუხედავად შიშისა, მან პირველ რიგში, საზოგადოებრივი ვალი მოიხადა და ორჯერ აიცრა „სინოვაკის“ ვაქცინით. მეორე დოზის გაკეთებიდან ძალიან მალე დაინფიცირდა და ამის გამო, ვდარდობდი, რადგან ვიცოდი, რომ ეს დრო არ იქნებოდა საკმარისი ანტისხეულების გამოსამუშავებლად…
მამაზე ბევრ დეზინფორმაციას ავრცელებენ, მას არ ჰქონდა არანაირი თანმდევი დაავადება, ყოველ შემთხვევაში, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ინფორმაცია არ გვქონდა. დაახლოებით ორი კვირა იწვა კოვიდ კლინიკაში და ვიცოდი, რომ ხელოვნურ ჟანგბადს აწვდიდნენ“, – განუცხადა “ამბებს” მარიამ შაქარაშვილმა.
“რეზონანსი”