ოპოზიცია არის დასუსტებული, ამას პირველ რიგში თვითონვე გრძნობენ. აქედან გამომდინარე, ოპოზიციური პარტიების უმეტესობას არჩევნების გადადება აწყობს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ამის შედეგია ის კამპანია, რომელიც ახლა წამოიწყეს. ის ნაკარნახევია მათი პოლიტიკური ინტერესებით და არავითარი საფუძველი არ აქვს. ვურჩევთ მათ, შეეგუონ მარცხს და მოემზადონ არჩევნებისთვის. რა თქმა უნდა, კოვიდი არის გამოწვევა, განსაკუთრებით ის სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც ახლა ფიქსირდება, თუმცა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების არავითარი საფუძველი არ არსებობს – ასეთია სამართლებრივი მოცემულობა“, – აცხადებს კობახიძე.
საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, გუშინ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა: დღეს, როდესაც 60-70-ზე მეტი გარდაცვლილი გვყავს დღის განმავლობაში, რას უნდა ველოდოთ, რომ უფრო მკაცრი რეგულაციები იყოს შემოღებული ან რატომ არავინ მსჯელობს, მე იგივე პრეტენზია მაქვს ოპოზიციასთანაც, რატომ არავინ მსჯელობს, შეიძლება თუ არა თუნდაც ასეთ ვითარებაში არჩევნების ჩატარება.”
“იმედინიუსი”