ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 59 პაციენტი მკურნალობს, ამის შესახებ ჰოსპიტალის კოვიდდეპარტამენტის კურატორმა მერაბ ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
“ამ ეტაპზე სტაციონარში მკურნალობას 59 პაციენტი აგრძელებს. გუშინ 1 პაციენტის მცხეთის ჯეოჰოსპიტალში გადაიყვანეს. პაციენტის გადაყვანის მიზეზი ზოგადი მდგომარეობის გაუარესება გახდა. ამ დროის ყველა პაციენტი არის ჟანგბად დამოკიდებული, საშუალო სიმძიმის პაციენტი. ვაგრძელებთ პაციენტების მიღებას” – განაცხადა ჩიქოვანმა.
წყარო: itv.ge