თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმისთვის ბრალდებულ 3 პირს — გიორგი სახელაშვილს, ვაჟა გიგაურსა და სულიკო საყევარაშვილს — 6 თვიანი პატიმრობა შეუფარდა და ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღეს, 25 აგვისტოს დატოვებენ.
სულიკო საყევარაშვილს დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 150 საათის ოდენობით; ვაჟა გიგაურს დამატებითი სასჯელის სახით ასევე შეეფარდა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 150 საათის ოდენობით და 2 500-ლარიანი ჯარიმა;
გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა გამოიტანა.