„ქართულ ოცნებას“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ჯერ არ დაურეგისტრირებიათ ცესკოში თავიანთი კანდიდატები კახა კალაძე და ნიკა მელია.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თბილისის მერობის ოთხი კანდიდატი უკვე დაარეგისტრირა, ნათქვამია ცესკოს ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
თბილისის მერის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. კანდიდატების რეგისტრაცია 8 სექტემბერს დასრულდება.