„არ შეიძლება ყოველდღე ამის ატანა უკვე. ეს არის მართვა? აცრილიც და აუცრელიც დაუცველია!” – ნატო დუმბაძე

-„არჩევნების დროს და ნუ კიდევ ბევრ შემთხვევაში, ვიღაცა პიარს, მაგალითად, ხომ ქირაობენ უცხოელს, არ შეიძლება, ვინმე ჩამოიყვანონ და დააყენოს ეს საბჭო მართვის სწორ რელსებზე?

არ შეიძლება ყოველდღე ამის ატანა უკვე, გუშინ გამყრელიძეს ვუსმინე და ვინ რა დააშავა, არ არის ახლა ამის დრო აიცერითო, რას ნიშნავს ეს?კეთილი ინებეთ, ვინც ხართ მაგ საბჭოში, აიღეთ თქვენი წილი პასუხისმგებლობა ზუსტად იმ შეცდომებზე, რასაც ახლა ვიმკით! გაიდლაინები ნახევარმა მსიფლიომ შეცვალა, არსად არავინ აკვირდება ხუთი დღე ინფიცირებულს, არც ჟანგბადის ნაკლებობა აქვთ და კლინიკები გამართული და აღჭურვილია ყველგან! ესენი რას აკეთებდნენ აქამდე?
რამდენი დახმარება შემოუვიდა ქვეყანას, რა კოვიდ სასტუმროები? უიმედობა დათესეს თავისი შეცდომებით, მოუმზადებლობით და უნიათობით და კიდევ აქეთ იბღვირებიან! ჩამოიყვანონ კინსულტანტი ან კლინიცისტების ჯგუფი, მიხედონ, ხალხს მიხედონ ! იმ დღეს ებრაელ ექიმს ვუსმენდი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უკავშირდებოდნენ და იმ გაიდლაინს იზიარებდნენ, რომელმაც სიკვდილიანობა საერთოდ მინიმუმამდე დაიყვანა! რა ხდება? ესენი რას აკეთებენ? ტრანსპორტი გააჩერეს ? ეს არის მართვა? დღეს ასეთ ვითარებაში აცრილიც და აუცრელიც დაუცველია!”
პროდიუსერი, ნატო დუმბაძე; სოციალური ქსელი