მობილობა, რომლის კონტროლიც შესაძლებელია, ნაკლებად საშიშია, რეგულირებად გარემოში არჩევნების ჩატარება მაღალ რისკებს არ უკავშირდება,- ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.
– “წინა არჩევნების შემდეგ იყო ძალიან მაღალი მობილობა, რაც უკავშირდებოდა ქუჩის აქციებს და ეს იყო ძალიან მაღალი ბუსტერი ეპიდემიის გავრცელების. ეპიდემიის შემთხვევაში ის მობილობა, რომლის კონტროლიც შესაძლებელია და რა გარემოშიც წესის დაცვა ხერხდება, ნაკლებად საშიშია. უკონტროლო აქციების პირობებში მაღალია ინფექციის გავრცელების რისკი. ეს იყო ძირითადი მკვებავი ინფექციის გავრცელების ნოემბერ-დეკემბერში. რა თქმა უნდა, პოლიტიკური პროცესები არის რთული და რისკი გარკვეულწილად ყოველთვისაა. ჩვენ ვსაუბრობთ რეგულირებად გარემოში არჩევნების ჩატარებაზე, რაც შესაძლებელია, რომ გაკონტროლდეს, ეს რა თქმა უნდა, თავისთავად მაღალ რისკებს არ უკავშირდება, რადგან რისკების გადაზღვევა შესაძლებელია“ – აღნიშნა გაბუნიამ.
წყარო: ptn.ge