Worldometers-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ახალი ვირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 214 მილიონს გადააჭარბა.
სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 4 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 191,510,134-ს შეადგენს.
კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი – 38,9 მილიონი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი, მესამეს კი ბრაზილია იკავებს.
წყარო: itv.ge