ოფიციალური მონაცემებით დღეისათვის საქართველოში სულ 1 010 096 აცრაა ჩატარებული

25 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 010 096​ აცრა ჩატარდა – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, 24 აგვისტოს აიცრა 30 067 პირი. ამასთან, ერთი დოზით აცრილია 703 945 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 24,6 პროცენტია, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 306 151, რაც მოზრდილი მოსახლეობის 10,7 პროცენტია.

წყარო: newposts.ge