რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

Stopcov.ge-ს მოანცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 26 700-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 1 065 848 აცრა გაკეთდა. სრულად ვაქცინირებულია 331 736 ადამიანი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 532 171 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 468 917, გარდაიცვალა 7 028 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

 

“იმედინიუსი”