ხელისუფლებამ საზოგადოებას უთხრა, რომ ისე გამოვლენ ციხიდან ყველანი, ჩაიდენენ დანაშაულს, პოლიტიკურ ოპონენტებს გაუსწორდებიან ფიზიკურად, მაგრამ ჩვენ მათ გამოვიყვანთ იმიტომ, რომ მათი მფარველები ვართ…
წინასაარჩევნო პერიოდში მათი გათავისუფლება, ეს ხომ საარჩევნო გზავნილია. აბა მიესაჯა 3 წელი, დაფიქრდებოდა მათი აქტივისტები და მხარდამჭერები, რომ არ გააკეთებდნენ იმას, რაც უნდა გააკეთონ და დავალებული აქვთ არჩევნების წინ
განაცხადა ჟურნალისტმა ვახო სანაიამ ტვ პირველის ეთერში. შეგახსენებთ, რომ სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებული პირი პატიმრობიდან გათავისუფლდა.