თუ ქალბატონ დეგნანის პირად სინდისის პატიმრებს არ გაათავისუფლებთ, ქუჩაში გამოვალთ – ,,ალტ ინფოს” დამფუძნებელმა ინტერნეტარხ youtube-ზე ვიდეომიმართვა გაავრცელა. ზურაბ მახარაძე წინააღმდეგ შემთხვევაში “საინტერესო არჩევნებს” გვპირდება.
ჩვენ მათ ციხეში არ დავტოვებთ. 20 სექტემბრამდე თუკი არ გაათავისუფლებთ ქალბატონი კელი დეგნანის პირად სინდისის პატიმრებს, მაშინ ჩვენ ქუჩაში გამოვალთ და გინდა ხელისუფლების, გინდა ოპოზიციის წინასაარჩევნო ტილაობა უკან დაგრჩებათ, ისეთი საინტერესო ადგილობრივი არჩევნები გექნებათ. – აცხადებს ზურაბ მახარაძე.
5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებულ 10 პირს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათ შორისაა დავით კუტალაძეც, რომელიც ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას, ცემაშია ბრალდებული.