ყაზახეთის ჟამბილის ოლქში მდებარე სამხედრო ობიექტზე მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 32 კი დაშავდა. ამის შესახებ rg.ru იუწყება.
ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, მათ რამდენიმე აფეთქების ხმა გაიგეს. ყაზახეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საწყობში საინჟინრო დანიშნულების ასაფეთქებელი მოწყობილობები ინახებოდა.
აფეთქების მიზეზი უცნობია. უსაფრთხოების მიზნით, ახლომდებარე სოფლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.