საბერძნეთი არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დაწესებას გეგმავს.
ინფორმაციას ამის შესახებ AP ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, არავაქცინირებული მომსახურე პერსონალისთვის კვირაში ერთხელ კოვიდის ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა სავალდებული გახდება.
ამასთანავე, გამოიყოფა საზოგადოების თავშეყრის ადგილები, სადაც მხოლოდ ვაქცინირებულები ან ის პირები დაიშვებიან, რომლებსაც COVID-19 ბოლო 6 თვის მანძილზე გადატანილი ექნებათ.
შეზღუდვები 13 სექტემბრიდან ამოქმედდება.
წყარო: itv.ge