ავღანეთის მოვლენები და მისგან გამომდინარე ეფექტები (გავლენები) სირიაში, უკრაინასა და საქართველოში! – დემურ გიორხელიძე

მოვლენათა გარდაუვალი ურთიერთგადაჯაჭვულობა და ურთიერთგავლენა!
ავღანეთის მოვლენები და მისგან გამომდინარე ეფექტები (გავლენები) სირიაში, უკრაინასა და საქართველოში!..

იმისათვის რომ ნათლად წარმოვაჩინი სათქმელი,
რაღაც განმარტებებია აუცილებელი. კერძოდ:
გავარკვიოთ ავღანეთის დანიშნულება ამერიკელთა გეოპოლიტიკური ინტერესების ფარგლებში!
გეოპოლირიკური ინტერესები იყო სწორედ მთავარი:
გავლენების გაძლიერება სტრატეგიულ რეგიონში,
რუსეთისა და ჩინეთის გავლენების შესუსტება და მათთვის დიდი პრობლემების შექმნა. საჭიროების შემთხვევაში, რეგიონის აფეთქება!
‘’ისლამური სახელმწიფოს’’ შექმნის მიზნებზე გუშინ დავწერე, აღარ განვმეორდები!
„თალიბანი“ შექმნა CIA-მ (ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო, ჩვენში გავრეცელებული სახელმწოდება – ‘’ცეერუ’’) და პაკისტანის დაზვერვის Inter-Services (ISI) კონტროლს არის დაქვემდეებარებული!
მიზანიო, იკითხავთ!
ამერიკელებს უნდოდათ თალიბები საკუთარი ინტერესების სამსხურში ჩაეყენებითა!
და ეს იყო ამერიკელთა დიდი შეცდომა.
რატომ?!
ამერიკელებმა დაკარგეს ადამიანის ქცევაზე რწმენის გავლენის შეგრძნება – ეს უბედურება მთლიანად დასავლური სამყაროს პრობლემაც არის!
დაკარგეს იდეურად (რწმენით) სავსე ადამიანის ქცევის აღქმისა და პროგნოზირების უნარი!
არადა, ამერიკელებს ღირსეული წინაპრები ჰყავდათ პურიტანების სახით, – ანუ იმათი სახით, ვისმა გაბედულებამ. საოცარმა პიროვნულმა
დამოუკიდებლობამ, შიშის არქონამ, შემართებამ და
დაუღალავმა და მიზანმიმართულმა შრომამ აქცია ამერიკა
უძლიერეს ქვეყანად! როგორც კი ამერიკელებმა ამ ფუძეს
უღალატეს და ლეიბა ბრონშტეინის იდეების
მებაირახტრეები გახდნენ, მათი დეკადანსი დაიწყო და დანარჩენი მხოლოდ დროის პრობლემაა!
ამერიკელები ვერ მიხვდნენ, რომ თალიბები – ეს ამერიკელი პურიტანებია, მტკიცე ხაისათიდა და რწმენით სავსენი! როცა იდეოლოგია გითახსირებს გონებას, შენ კარგავ საკუთარი ისტორიის აღქმას – ეს დაემართათ ამერიკელებს!
რა შეეშალათ ამერიკელებს?!
ის, რომ
რწმენის კაცს მარიონეტად ვერ აქცევ,
მსახურად ვერ აქცევ, ვერ მართავ შენ ჭკუაზე!
რწმენის კაცი – ამ რწმენის ფარგლებში მოქმედი დამოუკიდებელი მიზნის კაცია და მორჩილება/მართვას არ ექვემდებარება. ავღანეთის შემთხვევაში ამ რწმენას გვაროვნულ/ტომობრივი იდეოლოგია და ყოველივე ‘’უცხოურის’’ მიუღებლობა განაპირობებდა და აძლიერებდა!!! ამერიკელებს ეს გამორჩათ, –
ვერ მიხვდნენ, რომ თალიბები შემხვედრ ნაბიჯებს არ
გადადგამდნენ მათი მიმართულებით!
ამდენად, თალიბები რწმენის ხალხია და ამ რწმენის
გარეთ არანაირ ვალდებულებას არ ექვემდებარებიან,
არ ცნობენ და არც მიიღებენ!
ქართველებმაც დაკარგეს წარმოდგენა იმ ქართველზე, რომელიც საუკუნეები ომობდა და შრომობდა! ქართველების ზერელობამ დააკარგვინა მათ ფსიქოლოგიურ-მენტალური აღქმა წინაპრისა!
დღეს საქართველო მოქმედებს რწმენის გარეთ,
დეფორმირებული მენტალობითა და პრაქტიკულად
განულებული რწმენითი (ფართო გაგებით),
მოტივაციის გარეშე, ვიწროდ, ხარბად და ყმური
ფსიქოლოგიით, შენიღბული ‘’დასავლურ ორიენტაციაში’’.
ახლა ვუბრუნდები, რითაც დავიწყე!
ავღანეთში ამერიკელთა მიერ განცდილი კოშმარის შემდეგ, საკვანძო სახელმწიფო, რომელიც ავრანეთის სიტუაციის მოწესრიგებაში მოიაზრება, – რუსეთია!
იგი იძულებულიც არის საკუთარი უსაფრთხოების გამო!
აქედან გამომდინარე, რუსები ეცდებიან შექმნილი
მდგომარეობა გამოიყენონ სირიაში, უკრაინასა და საქართველოში ამერიკელთა შესაზღუდად!
ეს – აშკარაა!
გარდა ამისა, რუსებს საშუალება ეძლევათ მიიღონ წვდომა ავღანეთის უზარმაზარ ბუნებრივ სიმდიდრეებზე, სადაც არის ზოგიერთი ისეთი სტრატეგიული ნედლეული,
რომელიც ნაკლებადაა რუსეთში, ამასთან, მთავარი:
მას ექნება ბერკეტი ტრანსავღანური გაზსადენის მშენებლობაში მონაწილეობაზე!
შემდეგ:
რუსეთ-პაკისტანის ურთიერთობა
(დღეს უაღრესად აქტუალური),
რომლის შესახებ არაფერი იციან საქართველოში!
ეს – პოლიტიკური გონებასისუსტის შედეგია!
არცუთუ ისე დიდი ხანია, რაც პაკისტანი გახდა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (ШОС) წევრი, რამაც დაახლოვა რუსეთ პაკისტანის ინტერესები!
რუსები ეხმარებიან პაკისტანს ე.წ. ‘’პაკისტანის ნაკადის’’ (‘’Pakistan Stream”) აგებაში (ეს არის ყარაჩი-ლახორის გაზსადენი!). რუსებმა პაკისტანს აჩუქეს ვაქცინა.
2020 წელს, რუსეთისა და პაკისტანის სპეცსამსახურებმა ავღანეთის საზღვართან ჩაატარეს სსპეცსამსახურების ერთობლივი წვრთნა (ეს პრაქტიკა იშვიათობაა – სპეცსამსახურების ერთობლივი წვრთნა)!
ამდენად, საუდის არაბეთთან რამდენიმე დღის წინათ გაფორმებული სამხედრო თანამშრომლობის პაქტი და ურთიერთობა პაკისტანთან, ავღანეტში პაკისტანთან სრული კოორდინაცია რუსების ზურგს ამაგრებს და ფართო მოქმედების საშუალებას იძლევა!
რუსებმა თალიბანს წერილობით გადასცეს საკუთარი თხოვნა:
(ა) დიპლომატიური მისიების ხელშეუხებლობა, და
(ბ) ‘’ისლამური სახელმწიფოს’’ შეზღუდვა…
როგორც ჩანს, ეს პირობები მიღებულია, რადგან ავღანეთში მხოლოდ რუსეთის, პაკისტანისა და ჩინეთის საელჩოები მოქმედებენ შეუფერხებლად!
გუშინ იტალიელების ინიციატივით, რუსეთისა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, იტალიელებმა ღიად განაცხადეს რომ რუსეთი უნდა იყოს საკვანძო ქვეყანა ავღანეთში მდგომარეობის მოწესრიგებისათვის. პრაქტიკულად, იტალიამ გადადგა პირველი ქმედითი ნაბიჯი ამ მიმართულებით, ანუ იყოს საკვანძო ქვეყანა ევროკავშირის ქვეყნებს შორის.
მალე სხვა მთავარი ქვეყნები იგივეს გააკეთებენ!
მოკლედ, ყოველდღე სიტუაციები სულ უფრო იცვლება
და მრავალი ხაზი იკვეთება!

 

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, დემურ გიორხელიძე; სოციალური ქსელი