ეპიდემიოლოგებმა დამაიმედებელი განცხადება გააკეთეს – როდის უნდა ველოდოთ ინფიცირების სწრაფ კლებას?

“თუ ბოლო დღეების ტენდენციას გავითვალისწინებთ, სახეზეა სტაბილიზაცია ახალი შემთხვევების რაოდენობის და შესაბამისად, აქტიური კოვიდავადმყოფების რაოდენობის“, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თუ იყო 5-6 ათასი და მეტიც ინფიცირებული, ბოლო ორი დღეა დაახლოებით 4 ათასის ფარგლებშია.

„თუ ჩვენ შევინარჩუნეთ ეს მდგომარეობა და ამის შენარჩუნების გზა ჩვენს ხელშია, მოსახლეობის ხელშია, დავიცვათ რეგულაციები, რომელიც არის და რომელიც დაემატა ბოლო დღეებში. თუ ჩვენ ამ რეგულაციებს დავიცავთ და შევძლებთ, რომ მივეჩვიოთ პირბადის ტარებას, განსაკუთრებით რეგიონებში, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კლების ტენდენცია იქნება სტაბილური“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.