იმის ნაცვლად, პანდემიას გაეკეთილშობინეთ და ღმერთისკენ მოებრუნებინეთ – უფრო სასტიკებად იქეცით და უფალს დაუპირისპირდით

“ქართული მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

იმის ნაცვლად, პანდემიას გაეკეთილშობინეთ და ღმერთისკენ მოებრუნებინეთ – უფრო სასტიკებად იქეცით და უფალს დაუპირისპირდით ‼️
გულუბრყვილოდ მჯეროდა,რომ კაცობრიობისთვის მოვლენილი უდიდესი სასჯელი – კორონა-პანდემია ხალხს დააფიქრებდა,გამოასწორებდა,გააკეთილშობილებდა,კეთილად აქცევდა,ღვთის სიყვარულს ასწავლიდა ‼️
სამწუხაროდ მწარედ შევცდი – პანდემიამ ეს ხალხი კიდევ უფრო გააბოროტა,გააცხოველა,სასტიკად აქცია და უფრო დააშორა ღმერთს ‼️
ყოველივეს შედეგია – მეორედ მოსვლას ვუახლოვდებით და აღარავინ იქნება რომ კაცობრიობის ცოდვებისთვის ეწამოს – გადაარჩინოს სამყარო ‼️