აშშ-ის ლუიზიანას შტატს ქარიშხალი „იდა“ დაატყდა თავს, რომელმაც ძლიერი წვიმა, წყალდიდობა და ქარი გამოიწვია.
ქარმა, რომლის სიჩქარემ საათში 150 მილს მიაღწია, შენობების სახურავები ახადა, ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. ქალაქ ახალი ორლეანის მთელი მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
ქარიშხალ „იდას“ მეოთხე კატეგორია მიანიჭეს.
ოფიციალურმა პირების განცხადებით, „იდას“ სწრაფმა გააქტიურებამ არ დატოვა დრო ახალი ორლეანის 390 000-მდე მცხოვრების სავალდებულო ევაკუაციის ორგანიზებისთვის.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გუშინ ლუიზიანასა და მისისიპისთვის საგანგებო დეკლარაციები დაამტკიცა. მისი თქმით, ქვეყანა ლოცულობს ლუიზიანასთვის და ქარიშხლის გავლისთანავე „სამაშველო და სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ძალით დაიწყება.“