მედია მაქსიმალურად დაცულია, ასეთი თავისუფალი მედია წინა ხელისუფლების დროს არ ყოფილა – ნათია თურნავა.
“მედიის მიმართ რაიმე აგრესიის გამოხატულება მიუღებელია”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა მედიის მიმართ სიძულვილის ენის გააქტიურებასა და ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილ აგრესიაზე. კერძოდ, ერთ-ერთი სასულიერო პირის მიერ ჟურნალისტზე გამოვლენილ აგრესიაზე.
„კონკრეტულ შემთხვევაზე ვერაფერს გეტყვით, რადგან ამ ფაქტის შესახებ არ ვიცი. ზოგადად, ჩვენი პოზიციაა, რა თქმა უნდა, სიძულვილის ენა მიუღებელია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს. მედია თავისუფალია, დაცულია და მედიის მიმართ რაიმე აგრესიის გამოხატულება მიუღებელია. მედია მაქსიმალურად დაცულია, ასეთი თავისუფალი მედია წინა ხელისუფლების დროს არ ყოფილა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
წყარო: itv.ge