ბერლინში კოვიდრეგულაციების წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მიმართ აგრესიულობით გამოირჩეოდნენ, რის გამოც პოლიციამ 80-მდე აქტივისტი დააკავა.
11 ოქტომბრიდან გერმანიაში კორონავირუსის ტესტი არავაქცინირებულებისთვის უფასო აღარ იქნება. გარდა ამისა, რესტორნების შიდა სივრცეში, სპორტულ დაწესებულებებში ან რელიგიურ ცერემონიებზე დასასწრებად სავალდებულო იქნება ვაქცინაციის საბუთის ან კოვიდტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.
“ალია”