ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს:
“ირაკლი! ჯიგარო! ბატონობით ვერ მოგმართავ, დემოკრატიულ თავისუფალ საქართველოში ბატონები არ არსებობენ!
მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს და თუ ჩამთვლით პასუხის ღირსად, მიპასუხეთ!
ვისი პასუხისმგებლობაა ადამიანების გარდაცვალება მოცემულ ეპიდსიტუაციაში?
ხელისუფლების,
თუ
თავად გარდაცვლილი ადამიანების და მათი ოჯახის წევრების?
განმარტებებზე თავს ნუ შეიწუხებთ, უბრალოდ ან ერთი ან მეორე.
პ. ს. ხელისუფლების მომხრე თუ არამომხრე საზოგადოებას ვთხოვ ზედმეტი და სიძულვილის ენით გამოხატული კომენტარებისაგან თავი შევიკავოთ, პატივისცემით ზ. სარალიძე”