აშშ-ში, კალიფორნიის შტატში ქალს პუმასთან მოუწია ბრძოლა, რომელმაც მისი შვილი გაიტაცა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ცხოველი ოჯახის სახლთან, კალაბასაში იმ დროს გამოჩნდა, როცა 5 წლის ბიჭი ეზოში თამაშობდა. დედამ, რომელიც ამ დროს სახლში იყო, ხმაური გაიგონა და როცა გარეთ გავიდა დაინახა, რომ პუმა მის შვილს მიათრევდა. ქალი მტაცებელს შიშველი ხელებით დაუპირისპირდა და მანამდე ურტყა, სანამ პუმამ ბავშვი არ გაუშვა.
მშობლებმა ბიჭი ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს. ბავშვს თავისა და მკერდის არეში აქვს ტრავმები, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია.
პუმა კი მოგვიანებით ველური ბუნების დეპარტამენტის ოფიცერმა იპოვა და მოკლა.