მხარს ვუჭერ, რომ ბავშვების ვაქცინაციაც დავიწყოთ

სასწავლო პროცესის სკოლაში გაგრძელება თუ მოხერხდა, ძალიან მნშვნელოვანია, რომ რაღაც ეტაპზე ჩვენ დავიწყოთ ბავშვების აცრა, – ამის შესახებ ექიმ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ისაუბრა.

„ბავშვებს მაღალი ლეტალობის მაჩვენებელი არ აქვთ, ბავშვებში მსუბუქად და საშუალოდ მიდის კორონავირუსის მიმდინარეობა 99.9-ში, მაგრამ ხშირად ამ სოციალიზაციის შემდგომ, ბავშვები აგენერირებენ და სახლში მიაქვთ ინფექცია. ახლა ზაფხულში პირიქით ხდება, ბავშვებს დაინფიცირების წყარო ძირითადად უფროსები არიან. ჩვენ მოვუწოდებთ, რომ ახლა რაც შესაძლებელია უფროსებმა გაიკეთონ ვაქცინა და შემოდგომისთვის, როგორც იმუნიზაციის საბჭოს წევრი, მხარს ვუჭერ, რომ ბავშვების ვაქცინაციაც დავიწყოთ“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

 

“იმედინიუსი”