ამერიკელი მსახიობი ედ ასნერი გარდაიცვალა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ის 91 წლის იყო.
„დიდი მწუხარებით გატყობინებთ, რომ ჩვენი პატრიარქი გარდაიცვალა. სიტყვებით ვერ გადმოვცემთ იმ სევდას, რომელსაც ვგრძნობთ. ძილი ნებისა, მამა. გვიყვარხარ“, – ასეთი შეტყობინება გამოაქვეყნეს მსახიობის შვილებმა მის Twitter-ზე.
მსახიობის გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
1981-85 წლებში ასნერი აშშ-ის კინომსახიობთა გილდიის პრეზიდენტი იყო. 2009 წელს Pixar-ის მულტფილმში „მაღლა“ კარლ ფრედრიქსენი გაახმოვანა. ამერიკაში ის პირველ რიგში ცნობილია როგორ სიტკომ „მერი ლაირერ მურის“ შოუში საინფორმაციო პროგრამების დირექტორი, ლუ გრანტის როლის შემსრულებელი. ასნერი „ემის“ მფლობელია.