„თალიბანი“ ავღანეთის სამართავად 12-კაციანი საბჭოს შექმნას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
საბჭოს მთავარი წევრები „თალიბანის“ პოლიტიკური ფრთის ლიდერი აბდულ ღანი ბარადარი, მოძრაობის დამფუძნებლის შვილი ომარა მუჰამედ იაკუბი და ტერორისტული დაჯგუფება „ჰაქანის ქსელის“ წევრი ჰალილ ალ-რაჰმან ჰაქანი.
გარდა ამისა, „თალიბანის“ მეთაურებს მმართველი საბჭოს შემადგენლობაში ცნობილი ავღანელი საველე მეთაურის, აჰმად-შაჰ მასუდის შვილის, აჰმად მასუდის ხილვაც სურთ.
„თალიბებს არ სურთ ქვეყანაში პრეზიდენტის ან სხვა ერთპიროვნული ლიდერის თანამდებობის აღდგენა, თუმცა მზად არიან, წინა მთავრობის რამდენიმე წევრს მინისტრების თანამდებობები შესთავაზონ, რათა „მაქსიმალურად ინკლუზიურები“ გამოჩნდნენ“ – წერს გამოცემა.
წყარო: ptn.ge