ევროკავშირი აშშ-ს კოვიდუსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო The Associated Press-ი ევროკავშირის დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
16 ივნისს ევროკავშირმა ამერიკელ ტურისტებს თავისი საზღვრები გაუხსნა.
ევროკავშირის კრიტერიუმის თანახმად, იმისთვის, რომ რომელიმე ქვეყანა კოვიდუსაფრთხო ქვეყნების სიაში მოხვდეს, აღნიშნულ ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი 100 ათასს მოსახლეზე ბოლო ორი კვირის განმავლობაში 75 შემთხვევას არ უნდა აღემატებოდეს.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემების თანახმად, აშშ-ში კორონავირუსის ახალი შემთხვევების საერთო რიცხვმა 100 ათასს მოსახლეზე ბოლო ორი კვირის განმავლობაში 11 ათასზე მეტ შემთხვევას გადააჭარბა.
წყარო: The Associated Press-ი