აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, გენერალმა ფრენკ მაკენზიმ განაცხადა, რომ ავღანეთში ჯერ კიდევ არიან ამერიკელები, რომელთა გამოყვანას აშშ ცდილობს.
„ვფიქრობ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ბეჯითად იმუშავებს იმისთვის, რომ დარჩენილი ამერიკელი მოქალაქეები გამოვიყვანოთ. იმ მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც ჩარჩნენ, რამდენიმე ასეულია. მე მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ ამ ხალხის გამოყვანას“, – აღნიშნა აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა.
მისი თქმით, ქაბულში ჩარჩენილმა მოქალაქეებმა აეროპორტამდე მისვლა ვერ მოახერხეს. გენერალმა ფრენკ მაკენზიმ ასევე აღნიშნა, რომ აშშ ძალიან მკაცრ და ძალიან აგრესიულ მოლაპარაკებებს გამართავს, რათა ავღანელი პარტნიორები ქვეყნიდან გამოიყვანოს.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, გენერალმა ფრენკ მაკენზიმ ავღანეთიდან აშშ -ის ჯარების გაყვანის დასრულება გამოაცხადა. ფრენკ მაკენზიმ ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო ევაკუაცია დასრულდა, დიპლომატიური მისია აშშ-ის მოქალაქეებისა და ავღანელების გაყვანის უზრუნველსაყოფად გრძელდება.