“სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსის ახალი ვარიანტი C.1.2 გამოვლინდა” – ზაზა წერეთელი

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი, სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.

– “სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა ახალი COVID ვარიანტი, C.1.2 ვარიანტი, რომელიც პირველად გამოვლინდა სამხრეთ აფრიკაში, უფრო მუტირებულია ორიგინალ ვირუსთან შედარებით, ვიდრე ნებისმიერი სხვა ცნობილი ვარიანტი.

ამ მომენტისათვის C.1.2 ვარიანტები იქნა ნაპოვნი ინგლისში, ჩინეთში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, მავრიკიუსში, ახალ ზელანდიაში, პორტუგალიასა და შვეიცარიაში“ – წერს ზაზა წერეთელი.

წყარო: itv.ge