– “მხოლოდ შვილმკვდარი მამის საკითხის გამოყენება აკლდა გახარიას და ესეც გააკეთა, “ქართულ ოცნება”-ს “ნაციონალური მოძრაობის” მეთოდებით ებრძვის, ყოჩაღ გიორგი, ამას თვით ხერხემალი მერაბიშვილიც კი ვერ მოიფიქრებდა“ – ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე გავრცელებულ ვიდეოს ეხმიანება, სადაც ჩანს, რომ პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ალეკო ხოჯევანიშვილი ზაზა სარალიძეს კონვერტს გადასცემს.
ბოჟაძის თქმით, შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ და უსწრაფესად გაეცეს პასუხი კითხვებს – რა იდო კონვერტში, არის თუ ეს ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა, რატომ გადაწყვიტა შვილმკვდარმა მამამ ასეთი შეურაცხყოფა მიაყენოს პრემიერ-მინისტრის ოჯახს.
– “მხოლოდ შვილმკვდარი მამის საკითხის გამოყენება აკლდა გახარიას და ესეც გააკეთა, “ქართულ ოცნება”-ს “ნაციონალური მოძრაობის” მეთოდებით ებრძვის, ყოჩაღ გიორგი, ამას თვით ხერხემალი მერაბიშვილიც კი ვერ მოიფიქრებდა. იქნებ შესაბამისი ორგანოები დაინტერესდნენ და უსწრაფესად გაეცეს პასუხი კითხვებს: რა იდო კონვერტში, არის თუ ეს ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა, რატომ გადაწყვიტა შვილმკვდარმა მამამ ასეთი შეურაცხყოფა მიაყენოს პრემიერ-მინისტრის ოჯახს, ოჯახს რომელსაც მტერიც კი არ ეხება! ძალიან სამწუხაროა პოლიტიკაში უბინძურესი მეთოდებით მოქმედება, ძალიან სამწუხარო. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, თორემ არჩევნების შედეგები უკვე ადვილი გამოსაცნობია” – წერს ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ის გვერდზე.
წყარო: itv.ge