კომპანია NIKE-ი პანდემიის გამო თანამშრომლებს ერთი კვირით დაასვენებს

კომპანია NIKE-ის გადაწყვეტილებით, ორეგონის ოფისის ყველა თანამშრომელი სამსახურში დაბრუნებამდე ერთი კვირით დაისვენებს.

ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

კომპანიამ აღნიშნული გადაწყვეტილება თანამშრომლების მენტალური ჯანმრთელობის გასაჯანსაღებლად მიიღო. NIKE-ში აცხადებენ, რომ პანდემიის გამო მათ ძალიან რთული წელი გამოიარეს და დასვენება სჭირდებათ.

– “გამოიყენეთ ეს დრო დასასვენებლად, სტრესისგან გასათავისუფლებლად და საყვარელ ადამიანებთან დროის გასატარებლად” – განაცხადეს „ნაიკში“.

ცნობისთვის, მანამდე ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო სოციალური ქსელის „ლინკედინის“ ხელმძღვანელობამაც.

წყარო: itv.ge