სამოქალაქო აქტივისტი გიორგი ფანჯავიძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
დღეს, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გამოქვეყნა პოსტი,სადაც გულდათუთქული აღნიშნავს, როგორ შეუვიწროვებიათ და სამსახურიდან გაუნთავისუფლებიათ გიორგი გახარიას დანიშნული კადრების ნათესავები და მეგობრები.
იქვე თვალში მომხვდა ერთობ საინტერესო რამ ვციტირებ:
‘’საქართველოს სახალხო დამცველი აქტიურ ზედამხედველობას უწევს წინასაარჩევნო პროცესში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს და შეშფოთებას გამოთქვამს ბოლო პერიოდში ათობით პირის შესაძლო დისკრიმინაციულად, პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურებიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით.’’
სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს… ნინო ლომჯარია გახარიას მიმართ კეთილგანწყობილი ადამიანების სამსახურიდან განთავისუფლებას დისკრიმინაციულს უწოდებს, არადა ამას წინათ, ბრიფინგზე ტომარაძის დასმულ კითხვაზე, რომ ‘’ხდება ადამიანების სამსახურებიდან გაშვება აუცრელობის გამო და არის თუ არა ეს დისკრიმინაციაო ’’ ლომჯარიამ უპასუხა ‘’ვაქცინაციის საბუთის წარმოდგენის დავალდებულება დისკრიმინაციულ ან უფლებების შემლახავ პრაქტიკას არ წარმოადგენსო.’’
ამ მარტივი მაგალითით ჩანს,რომ სახალხო დამცველი,რომლის აპარატსაც საქართველოს მოქალაქეები ვაფინანსებთ ცალსახად მიკერძოებულია და მის მოვალეობას არაკეთილსინდისიერად ასრულებს.
მისთვის გახარიას დანიშნული კადრების ნათესავ,მეგობრების უფლებების დარღვევა დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს ,ხოლო სხვა დანარჩენი მოქალაქეების უფლებების დარღვევა ნორმალურ მოცემულობად ითვლება.
მემგონი მოვიდა დრო ლომჯარიას გადაყენების მოთხოვნაზე ვიფიქროთ და ფსევდო სახალხო დამცველის ადგილზე, რეალურად საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დამცველი ადამიანი მოვიყვანოთ.