პუბლიცისტი, ბესო ძნელაძე, სოციალურ ქსელში გზავნილს და ფოტოს ავრცელებს:
თან ვითომ – ეროვნულს „აწვებით“, და თანაც – ევროპულ – ამერიკულ ,,ცივილიზაციას“ ვერ თმობთ….
ეს ჩანაწერი – „მოყვარეს პირში უძრახე“- ს სულისკვეთებამ დამაწერინა და თუ – ქართველობისთვის – ამ მძიმე დროს, განვიკითხე ისინი – ვისაც ეს ჩემი სათქმელი არ გეკუთვნით – პატიებას ვითხოვ. ისე, არ დაივიწყოთ მაინც რომ – ნამდვილ საკანში ზის – ჭეშმარიტი სამართლიანობა, რომელიც – განდევნილია ჩვენი ქვეყნიდან….
,,ბედნიერებაა“ – ,,ბედნიერი ერის“ და ბერის – წუთისოფელი…. უფრო სამართლიანად თუ ვიტყვი, – ,,ბედნიერი“ ნაერალის, რომელმაც, ასეთი ბედნიერების“ ხარისხს, იმით მიაღწია რომ, წინაპრების დანატოვარი – მდიდარი მაგალითებიდან, ,,ყვარყვარე თუთაბერის“ – ,,ლუარსაბ თათქარიძის“ – ,,კვაჭი კვაჭანტირაძის“ და ,,კახაბერ ყორღანაშვილის“ ცხოვრების წესი აირჩია – ,,გზად და ხიდად“…. ხოლო, მათი – ,,მდიდარი“ გამოცდილება, იმდენად დახვეწა რომ, შედეგად – არნახულ ,,წარმატებას“ მიაღწია. ამ ,,ბედნიერი“ მიმართულებით კი, შეუძლებელი შეძლო და ჯერ – არნახულად შეასხა ხორცი – ,,რომ შვილი სჯობდეს მამასა“ – უკვდავ ფორმულას, ისე რომ – სიზმრადაც კი არ უფიქრია, თუ რატომ ჰქონდა დანაბარები, ეს ჭეშმარიტება – მისთვის წარსულში – ზემოთ ჩამოთვლილებისგან – სიცოცხლე გამწარებულ მისსავე წინაპარს….
მაგალითს რომ დიდი ძალა აქვს, ეს – მყარი მტკიცებულებაა მაგრამ, მას რომ – დახვეწა სჭირდება, ესეც არაა – ყურადღების მიღმა დასატოვი. ამიტომ, – ,,ბედნიერად“ გამოწყობილებმა, ისეთი ,,ბედნიერი“ აწმყო შექმნეს რომ, ყველა მათ – მუქთახორა, იუდა, და თაღლით წინაპარს – შეშურდებოდა. მართალია – თვალის მოსატყუებლად, ყველგან – დავითის, ილიას, და აკაკის სურათები გამოფინეს, თუმცა, სინამდვილეში – იმ სულმნათებს, გულს რომ გაუხეთქავდა, იმგვარი ,,ბედნიერება“ დაატრიალეს.
ქვეყანა – არაერთხელ გაძარცვეს, საუკეთესო თაობები – მიწაში ჩადეს, ეკლესიები აშენ – აღადგინეს და ყულაბებად გაიხადეს, სახელმწიფო სამსახური – ,,მაყუთის“ საკეთებელ კანტორებად აქციეს, ტყუილი და ღალატი მოაშენეს, მომავალს – პირუტყვის დონის განათლება შეაჩეჩეს, გაიძვერები, მევახშეები, და გამცემები – მთავრობაში აირჩიეს, ნიჭიერებს და სუფთა წარსულის ხალხს – შიმშილით სული ამოხადეს, ხელოვნების კახპები – ხატად დაასვენეს, მიწის ხვნას – თავი ანებეს და მოსისხლე – ისტორიულ მტრებზე გაყიდეს, ქვეყნიდან დამაჯერებლად გაიქცნენ, ხოლო დარჩენილებმა, საქართველოს მრავალსაუკუნოვანი და ამაოხრებელი მტრების – თურქთა, სპარსთა, არაბთა, და კიდევ მრავალთა ჩამოსახლება დაიწყეს, ახალგაზრდობა – გეი – ნარკო კლუბებში შერეკეს, და ამაში დიდი ,,მაყუთებიც“ მოხსნეს, უმწიფარი ქალიშვილები – ბოზობაში დაახელოვნეს და შემოსახლებულებს – ლოგინში შეუგორეს, ცალი პირით – სამშობლოს და წინაპრების სადღეგრძელოები სვეს, ხოლო მეორეთი კი, მათი საქმეები – მასხარად აიგდეს, დიდი წინამორბედები – შვილებს დაავიწყეს და მათი სახეები – პრეზერვატივებზე მიუხატეს, ქვეყნის ღალატში – ერთმანეთს გაეჯიბრნენ და მტრების გადმოგდებული ჰონორარები – ჩაიჯიბეს, მომაკვდავ სამშობლოს – არ გამოესარჩლნენ და ენა მუცელში ჩაიგდეს, ეროვნულობა – შემოსავლის წყაროდ აქციეს და ნამდვილად ეროვნულები კი – დახოცეს. სამშობლო – ჭამეს, სვეს, სუფრებზე ნაირ – ნაირ კერძებად ჩამოატარეს და საბოლოოდ დაიმხვეს თავზე – დავიწყებულ წინაპართა ნამემკვიდრალი….
ჟურნალისტები, ერთმანეთს ეჯიბრებიან – როგორ უფრო კარგად გამოიჩინონ ქვედა საცვლები. ხატების წინ, ფეხი – ფეხზე შემოდებული მსახიობები თუ ,,პოლიტიკოსები“, სიგარეტის ერთმანეთის – პირში შებოლებით, თანაც ძველ – ბიჭურ – „ბლატნოი“ საუბრის მანერაზე, ახლებურად გვიხსნიან იმას, რაც – რუსთაველმა, ილიამ, აკაკიმ და ვაჟამ გვასწავლა. ხოტბას ასხავენ, იოანე ზოსიმეს – „ქებაი და დიდებაი ქარულისა ენისაი“- ის – გარეპებას. ანდა – „ქალო აიწიე კაბა“, მოდი გავაკეთოთ რამე“- ს ,,მომღერალი“ თუ ,,კომპოზიტორი“, ნამდვილად – ,,ნიჭიერი“ არტისტია, და ,,ნიჭიერად ებრძვის“ – თავისსავე ამერიკულ კერპს – გლობალიზაციის ჭირს. 16 – 18 წლის ახალგაზრდა, როცა დავითის, გიორგი ბრწყინვალისა თუ სტალინისეულ საქართველოს მოწყდება, და შემდეგ – „უცნობის“ სამშობლოს იხილავს, რაღა დარჩება საკეთებლად ამ მიწაზე, თუ არა მარტო – სოროსული რევოლუციებისა???