უახლოეს მომავალში ანტივირუსული მედიკამენტების შემოტანა იგეგმება – ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში უახლოეს მომავალში ანტივირუსული მედიკამენტების შემოტანა იგეგმება

„ჩვენთან მალე იგეგმება ყველაზე ახალი ანტივირუსული მედიკამენტების, მომავლის თერაპიის, მონოკლონური ანტისხეულების შემოტანა, რომელიც ჯერ ამერიკის შეერთებულ შტატებში, იაპონიასა და დიდ ბრიტანეთში გამოიყენება. პროტოკოლის რადიკალური ცვლილება არ იგეგმება, რადგან რამდენადაც ეს ვიღაცისთვის ნაკლებად დამაჯერებელი არ უნდა იყოს, აბსოლუტურად არ არის დაკავშირებული გარდაცვალების რიცხვის გაზრდა მკურნალობისა და მართვის ხარისხთან და პროტოკოლში რაიმე ხარვეზის არსებობასთან“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ქართული პროტოკოლი მუდმივად განიცდის განახლებას:

“ანალიტიკური გუნდი მუშაობს და თვალყურს ვადევნებთ ყველა სიახლეს, რაც ჩნდება მკურნალობაში მსოფლიოში, ზღვა მასალაა და იოლი არ არის გარკვევა ამ სიახლეებიდან, რომელი არის მისაღები როგორც სამკურნალო შედეგით, ისე სამართლებრივად და ეთიკურად. ჩვენ არ დაგვიგვიანია რაიმე სიახლის დანერგვა და რაიმეს ოპტიმიზაცია, პირიქით, რიგ შემთხვევაში მივდივართ წინსწრებით”.

 

“აცენტნიუსი”