კელი დეგნანი გიორგი გახარიას თბილისის მერობის კანდიდატობის შესახებ

ქართველი ამომრჩევლების გადასაწყვეტია, შედეგი 2 ოქტომბრის არჩევნებზე გამოჩნდება, – ასე შეაფასა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა გიორგი გახარია გადაწყვეტილება, რომელიც პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატი იქნება.

კელი დეგნანი იმედოვნებს, რომ საქართველოში არჩევნები მშვიდობიან და სამართლიან გარემოში ჩატარდება.

„იმედია, რომ საარჩევნო კამპანია საკმაოდ ნორმალურ გარემოში ჩატარდება და ორიენტირებული იქნება იმაზე, რომ გაუმჯობესდეს საქართველოს მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრება. ეს იქნება ამ კამპანიის მთავარი ორიენტირი. ასევე, ვიმედოვნებთ, რომ საარჩევნო კამპანია უსაფრთხო გარემოში ჩატარდება, არ იქნება არავითარი ჩაგვრა, შეურაცხმყოფელი განცხადებები, თუნდაც სოციალურ მედიაში. იმედი გვაქვს, არჩევნები უსაფრთხოდ ჩატარდება. ჩვენ ველით, რომ ეს იქნება მშვიდობიანი და სამართლიანი არჩევნები“,-განაცხადა დეგნანმა.

ცნობისთვის, გიორგი გახარია პარტიის „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატი იქნება. გიორგი გახარია თქმით, ის ამ ნაბიჯს დგამს, პარტიის მერობის სხვა კანდიდატების მიმართ სოლიდარობის ნიშნით, “რომლებსაც უმძიმეს პირობებში უწევთ საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვა”.