კორონავირუსით 20 წლის გოგონა გარდაიცვალა

ბათუმში, კლინიკა „მედცენტრში” კორონავირუსით 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა.

დაღუპული მარი მახარაძეა, რომელიც ოჯახთან ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა აგარაში ცხოვრობდა.

20 წლის გოგო სამედიცინო დაწესებულებაში რამდენიმე დღის წინ შეიყვანეს. მას მეუღლე და 6 თვის შვილი დარჩა.

 

“რეზონანსი”