CNN-ის ინფორმაციით, “თალიბანის“ მოქმედი მეთაური ჰაიბათულა ახუნზადა, შესაძლოა, ავღანეთის უზენაესი ლიდერი გახდეს.
მედიის ცნობით, თალიბებს განზრახული აქვთ ჩამოაყალიბონ მთავრობა, ნაწილობრივ გამოიყენონ ირანის მოდელი: უზენაესი ლიდერი იქნება სახელმწიფოს მეთაური, ასევე პოლიტიკური და რელიგიური ავტორიტეტი, რომელსაც დაექვემდებარება აღმასრულებელი ხელისუფლების მომავალი ხელმძღვანელი.
საინტერესოა, რომ ახუნძადა არასდროს გამოჩენილა საჯაროდ, უცნობია მისი ადგილსამყოფელიც.
აღმასრულებელ ხელისუფლებას, შესაძლოა, სათავეში ჩაუდგეს პრემიერ მინისტრი. მედიის პროგნოზით, პრემიერის პოსტი, შესაძლოა დაიკავოს, ახუნძადას მოადგილემ – “თალიბანის“ პოლიტიკური ოფისის ხელმძღვანელმა მოლა აბდულ ღანი ბარადარმა. ამავე პოსტზე კიდევ ერთ კანდიდატურად განიხილება მოლა მუჰამედ იაკუბი – თალიბების დამფუძნებლის მოლა ომარის ვაჟი.
წყარო: itv.ge